დაუდგენელი დიაგნოზი

კითხვა: ვარ 63 წლის,3 წლის წნი გავიკეთე სტენიტირება გულის სისხლძარღვებზე. ამ მხრივ თითქოს არამიშავს, მაქვს ფარისებრი ჯირკვლის 7 კვანძი ჯერჯერობით ზომები ნორმალურიაო, ვარ დინამიკაში დაკვირვებებზე. მაგრამ მაწუხებს ხშირად თავის სიმძიმე, გულის რევის შეგრძენბა, ჰაერის უკმარისობა ,ოღონდ დაკეტილ სივრცეში, მაცხელებს, ხან მაციებს და მაქვს კანის უსიმპტომო ქავილი, შაქარი არ მაქვს, ყურის შუილები მაწუხებს ხშირად, სმენაც ცოტა დამიქვეითდა. კოორდინაცია მიჭირს ხან.კიდევ დადგენილი მაქვს გასტრიტი და ხლეცისტიტი. ვმკურნალობ, კენჭი არ მაქვს. ოსტეოქონდროზი და რევმატიული ვარ. რა ნაწილში უნდა მივაქციო უფრო ყურადღება და რა სახის გამოკვლევები უნდა ჩავიტარო, მადლობ.
პასუხი:

გამარჯობა! ვინაიდან თქვენ მიერ ჩამოთვლილი დაავადებების ნაწილზე უკვე იმყოფებით მეთვალყურეობის ქვეშ და გადიხართ სათანადო მკურნალობას, შეგვიძლია გირჩიოთ დანარჩენ ჩივილებზე მიმართოთ ნევროლოგს,რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ სათანადო მითითებებს ან საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან.
ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია,რომელიც გულისხმობს ნევროლოგის უფასო კონსულტაციას ყოველ პარასკევს. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა