გამარჯობა! ტერფის მოტეხილობის შემდგომ აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:
1. უცაბედი, მფეთქავი სახის ტკივილი
2. ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფიზიკური აქტივობისას და მსუბუქდება მოსვენეპის პერიოდში
3. შეშუპება
4. ჩალურჯება
5. ტკივილი შეხებაზე
6. დეფორმაცია
7. სიარულის ან სიმძიმის აწევის გაძნელება
გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში, თუ ტკივილი და შეშუპება გრძელდება ან თუ ტკივილი ხელს გიშლით სიარულში. დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა. რენტგენოგრაფია ავლენს მოტეხილობისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს. ტერფის ტრავმულ დაზიანებათა მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში , აქციის ფარგლებში , ექიმ–ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი და შაბათი წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25, თუ თქვენ ჩატარებული გაქვთ აღნიშნული კვლევა შეგიძლიათ თან იქონიოთ კვლევის პასუხები, თუმცა დაზიანებულ უბანზე შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებით რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე დიაგნოზის დაზუსტებისა და კორექტული რჩევის მოცემის მიზნით . ჩვენს კლინიკაში ტერფის ძვლების რენტგენოგრაფიის ღირებულება გახლავთ 25 ლარი, ხოლო კოჭ–წვივის სახსრის რენტგენოგრაფია 30 ლარი. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!