გამარჯობა! არსებობს მარჯვენამხრივი მრავალი კვანძი , ჩვენგან რაიმე რეკომენდაციის მოცემა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ , როდესაც დაგვიკონკრეტებთ კვანძის ზუსტ ლოკალიზაციას .
ვფიქრობთ ,სავარაუდოდ შეკითხვა უკავშირდება მკერდში კვანძს ,რომლის შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას .
ფიბროადენომა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. მისი რამდენიმე სახეობა არსებობს. პირველია იუვენილური ფიბროადენომა, რომელიც ახალგაზრდა,პუბერტატულ ანუ მომწიფების პერიოდში წარმოიშობა, მაშინ, როდესაც ქალის ორგანიზმში ცვლილებები ხდება, მენსტრუაციული სტატუსი ახალი შეძენილია და არც ჰორმონული ბალანსია ბოლომდე დარეგულირებული. არსებობს ბანალური ფიბროადენომებიც, რომლებიც 20-30 წლის ქალების ხვედრია (ფიბროადენომის სწორედ ეს ფორმაა ყველაზე ხშირი). ცალკე გამოყოფას მოითხოვს ე.წ. ფოთლისებრი ფიბროადენომები და კვანძოვანი ფიბროადენომატოზი, როდესაც რამდენიმე ფიბროადენომა ერთდროულად ჩნდება.ფიბროადენომაზე ეჭვის მიტანა ყველაზე ხშირად თვითგასინჯვით ხდება, მაგალითად, ბანაობისას თუ შემთხვევითი შეხებისას ქალი ძუძუში მკვრივ წარმონაქმნს ამჩნევს. ამ დროს მან აუცილებლად უნდა მიმართოს მამოლოგს. ვიზიტის გადადება არ შეიძლება.
რისკების შეფასება პირველ რიგში მკურნალობის დროს უპირველესია ,რათა განისაზღვროს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა . თუ გადაგვარების რისკი მაღალია, ანამნეზი გენეტიკურად დატვირთულია (დედის ხაზი უპირატესია, თუმცა მამის მხრივაც არსებობს რისკი) და ასაკიც დიდია, ქირურგიული ჩარევა უმჯობესია, ხოლო თუ აღნიშნული რისკფაქტორები არ დასტურდება, გაიდლაინის მიხედვით , ტარდება ბიოფსია და შემდგომ ტაქტიკაზე პაციენტი იღებს გადაწყვეტილებას. არსებობს მოქმედების ორი გზა: ქირურგიული მკურნალობა და დინამიკური კონტროლი. ამ ორი გზიდან პაციენტი, ექიმის რეკომენდაციით, იმას ირჩევს, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია.
დინამიკური კონტროლი ინდივიდუალური ცნებაა და მინიმუმ 6 თვეში ერთხელ ექოსკოპიურ გამოკვლევას გულისხმობს. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა უფრო ხშირი დაკვირვებაც გახდეს საჭირო .ამიტომ ,ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან უმჯობესია მიმართოთ უშუალოდ თქვენს მკურნალ ექიმს თუ რათქმაუნდა კვანძი მკერდშია – მამოლოგს , სხვა შემთხვევაში ქირურგს. თუ დაინტერესებით მომართეთ ჩვენს კლინიკას და აუცილებლად გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას .გმადლობთ ,რომ ენდობით ჩვენს კლინიკას ,გისურვებთ ჯანმრთელობას!