მოგესალმებით,
რამდენადაც ცხელება წარმოადგენს ორგანიზმის არასპეციფიურ დაცვით‐შეგუებით რეაქციას, ამდენად მისი გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია.
იგი შეიძლება გამოწვეული იყოს: ვირუსული ეტიოლოგიით, ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიით ( შარდ–სასქესო, რეპროდუქციული, გასტრო–ინტესტინალური, სისხლის მიმოქცევის სისტემებისა და კანის ), შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულმა მედიკამენტებმა, მაგალითად, ანტიბიოტიკებმა, ანტიკონვულსანტებმა, თიროიდული ჰორმონის პრეპარატებმა.
შესაძლოა განვითარდეს ქვემოკიდურების თრომბოფლებიტის დროს.
ასევე ტემპერატურა დამოკიდებულია ვეგეტატიურ რეგულაციაზე. სიმპათიკური სისტემა უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას, პარასიმპათიკური ვეგეტაციური სისტემა კი სითბოს დაკარგვას.
ხშირად საჭიროა პაციენტის განმეორებითი ობიექტური გამოკვლევა. რამდენადაც ანამნეზური და ფიზიკალური გამოკვლევის შედეგები ხშირად არ იძლევა დიაგნოზის იდენტიფიცირების საშუალებას, საჭირო ხდება ლაბორატორიულ‐ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება.
დიფერენცირებული დიაგნოზირებისათვის აუცილებელია ჩატარდეს რუტინული გამოკვლევები, როგორიცაა სისხლის ანალიზი, ანალიზი ღვიძლის ფუნქციებზე, შარდის საერთო ანალიზი და კულტურალური ანალიზი, გულ‐მკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
წინასწარი მონაცემები საშუალებას იძლევა გადავწყვიტოთ უფრო ინვაზიური ან ძვირადღირებული გამოკვლევების საჭიროება, ხოლო სამკურნალო ტაქტიკა განისაზღვრება მიღებული მონაცემების მიხედვით.
უცნობი გენეზის ცხელებით პაციენტთა შორის, სრულყოფილი გამოკვლევის მიუხედავად, გვხვდება ისეთებიც, რომელთა დიაგნოზის დადგენა ვერ ხერხდება. ეს ციფრი მერყეობს 5‐9%–ის ფარგლებში და განისაზღვრება რიგი ფაქტორებით (დაავადების თავისებურება და ბუნება, კვლევის დონე, გამოყენებული მეთოდების ადექვატურობა, ინფორმატიულობა და სხვ.).
დისტანციურად რთულია დიაგნოსტირება, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ ექიმ–ინფექციონისტს, რომელიც შეკრებს ანამნეზს , დაგეგმავს მეთოდს, მოგცემთ რეკომენდაციას დამატებით კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებზე, დაადგენს ცხელების გამომწვევ მიზეზს და დაუნიშნავს პაციენტს მკურნალობას.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა ზუსტად ერთი თვის უკან მამაჩემს მისცა 37გრადუსი სიცხე იმ დღესვე ექიმთან მივიდა და უთხრეს რო ანთება გაქვსო გამოუწერეს ანტიბიოტიკები მაგრამ სიცხე არ უკლებდა რის გამოც 5დღე დააწვინეს საავადმყოფოში შემდეგ გამოუშვეს ფილტვები სუფთა გაქვსო..გამოწერის შემდეგ ისევ და ისევ სიცხეები ყველან აირად გამოიკვლიეს და ყველა ანალიზის პასუხი კარგია და ვერაფრით ადგენენ რა იწვევს სიცხეს..სიცხის მოცემის მომენტში ეწყება სახსრების ტკივილი და ძლიერი კანკალი ხოლო ტემპერატურის დაწევის შემდეგ თავს კარგად გრძნობს იქნება მირჩიოთ რისი ბრალი შეილება იყოს ან ვის მივმართოთ
პასუხი: