ოქროსფერი სტაფილოკოკი - ინფექციური სნეულებები

კითხვა: გამარჯობა, სტრესის ფონზე თავის თმიან არეში გამიჩნდა ჩირქოვანი გამონაყარი. ჩურქის დათესვის შედეგმა მაჩვენა რომ მაქს უხვად მზარდი ოქროსფერიბსაფილოკოკი, ჩავიტარე ანტიბიოტიკის ყველა შესაძლო კურსი, რაზეც ვიყავი რეზისტენტული ყველა წამალი ვცადე რა თქმა უნდა სრული კურსი ექიმ დერმატოლოგის თვალყურის ქვეშ ასევე ვიწექი სეფსის ცენტრში ბოჭორიშვილის კლინიკაში მოხდა გაჭრა 8-10ადგილას თავისბარეში და ტანზე მკერდის არეში 5-6 ადგილას, მოხდა ჩირქის დრენაჟირება გავაგრძელე კიდევ დანიშნული ანტიბიოტიკის კურსი ექიმი გოცაძის მეთვალყურეობით, გავიდა 2-3 თვე გამიმეორდა ანალოგიური ისევ გამომაყარა და ძალიან სუსტად ვარ... ვერც დერმატოლოგები ვერც ჩირქოვანი ქირურგები ვერ მისვავენ დიაგნოზს ვერც მკურნალობის კურსს მინიშნავენ... იქნებ გქონიათ მსგავისი შემთხვევა იქნებ დამეხმაროთ :(
პასუხი:

მოგესალმებით,
სტაფილოკოკი ბაქტერიის სახეა, რომელიც ბუდობს კანსა და ლორწოვან გარსზე.
ოქროსფერი სტაფილოკოკი(Staphylococcus aureus, S aureus) ამ ბაქტერიებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს საფრთხეს არ უქმნის, გასათვალისწინებელია, რომ ოქროსფერი სტაფილოკოკი კანისა და ორგანოების სხვადასხვა ტიპის ინფექციებს იწვევს.
საფრთხეს ზრდის როგორც კანის პრობლემები, ისე რიგი დაავადებები და არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგალითად:

  • მწვავე ატოპიური დერმატიტი;
  • ცუდად მართვადი დიაბეტი;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • სისხლის დაავადება;
  • იმუნოგლობულინი M დეფიციტი;
  • კანის სტაფილოკოკური ინფექციები სხვადასხვა გზით ვლინდება, კერძოდ ესენია:
  • სტაფილოკოკური ფოლიკულიტი;
  • იმპეტიგო;
  • ექტიმა;
  • ჭრილობის, დერმატიტის, მუნის მეორადი კანის ინფექციები.

ჩვენთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე თქვენს შემთხვევაში, შესაბამისად მხოლოდ ზოგადი რჩევით შემოვიფარგლებით.
ადექვატური მკურნალობის ჩასატარებლად უნდა მიმართოთ ექიმ – ინფექციონისტს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს სტაციონარული მკურნალობა გესაჭიროებათ თუ ამბულატორიული.
კლინიკაში გვყავს მოწვეული სპეციალისტი ინფექციონისტები, თუმცა ჩვენს კლინიკაში ამბულატორიულად ვერ მოგამსახურებით. შესაბამისად უმჯობესია, მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა