ინფექციური მონონუკლეოზი - ინფექციური სნეულებები

კითხვა: გამარჯობა. ერთ თვეზე მეტია მაქვს სიცხეები უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც ინფექციურიდან გამომწერეს დიაგნოზი ეპ შტეინ ბარი ვირუსი დამიდგინეს ღვიძლი გაცხიმოვნებულიაო. ვიღებდი მედიკამენტებს მაგრამ სიცხეები ისევ დამიტოვა ოფლის დენა მშველის დაწევაში მაგრამ მალევე ისევ იმატებს ვერ აღვწერ უკვე ფსიქოლოგიურად როგორ ვარ რაა ესეთი ვირუსი ან რა მედიკამენტებს მირჩევთ? დიეტას ვიცავ. მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ჩანს,რომ დაავადება ,ინფექციური მონონუკლეოზი , რომელიც ეპშტეინ-ბარის ვირუსითაა გამოწვეული , ჯერ–ჯერობით დაძლეული არაა .
მას ახასიათებს ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაცია, ტონზილიტი, ელენთის, ღვიძლის და ლიმფური ჯირკვლების გადიდება, სისხლის საერთო ანალიზში - ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, მონოციტოზი, ატიპური მონონუკლეარები.
ადრეული ასაკის ბავშვებში ინფექცია მსუბუქად, ხშირად კლინიკური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, მოზრდილ ასაკში ინფიცირებისას კი უფრო მწვავედ მიმდინარე, კლინიკურად გამოვლენილი ფორმები ვითარდება. გამოჯანმრთელების შემდეგ, ვირუსი ორგანიზმს მთლიანად არ ტოვებს, მისი გააქტიურება პაციენტის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
დაავადების რეციდივი იმუნოდეფიციტის შემთხვევაში ვითარდება.
დიაგნოზის დასასმელად და ადექვატური მკურნალობის ჩასატარებლად უნდა მიმართოთ ისევ ინფექციონისტს.
აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ამჟამად ცენტრში, ამიტომ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა