მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში მიიღებთ ინფორმაციას შემდეგ ნიუანსებზე:
- რა არის ციტომეგალოვირუსი;
- საიდან გამომდინარეობს მისი სახელწოდება;
- ციტომეგალოვირუსის გადაცემის გზები.
ციტომეგალოვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰერპესის ჯგუფის ინფექციური დაავადებაა. ამ ინფექციის დროს ჩვეულებრივი უჯრედი დაზიანებისას გიგანტურ, ფუნქციადაკარგულ უჯრედად გადაიქცევა. აქედანაა მისი სახელწოდებაც, ციტო-უჯრედს და მეგალოს-გიგანტურს ნიშნავს.
ეს ვირუსი გვხვდება მუცლად ყოფნის დროს, თუმცა არსებობს გადაცემის სხვა გზებიც, მაგალითად:
- სქესობრივი;
- ალიმენტარული;
- ჰაერ-წვეთოვანი.
გაითვალისწინეთ, რომ ვირუსის გადაცემა ხდება ორგანიზმის სითხეებით:
- სისხლი;
- შარდი;
- ნერწყვი;
- დედის რძე;
- ცრემლები;
- სპერმა;
- ვაგინალური სითხეები.
სამწუხაროდ, ვირუსი დაავადებული პაციენტის ორგანიზმს არასოდეს ტოვებს.
მწვავე ინფექციის განვითარების ძალიან მაღალი რისკის მქონე პირები, პროფილაქტიკის თვალსაზრისით, შეიძლება მოთავსდნენ ანტივირუსულ თერაპიაზე.
თუმცა, თანდაყოლილი CMV ინფექცია, არ საჭიროებს მკურნალობასა და თერაპიას.
აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ ინფექციონისტთან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც გადაწყვეტს, გესაჭიროებათ სტაციონარული მკურნალობა თუ არა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/infeqciuri-sneulebebi/51
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!