ლიმფური კვანძები - ინფექციური სნეულებები

კითხვა: გამარჯობა! ივლისის თვეში რუჯის მიღების მიზნით დავიწვი საშინლად და სახის მარჯვენა მხარე გამისივდა, ვიყავი ექიმთან დერმატოლოგთან, ყბა-სახის ქირურგთან, ყელ-ყურის ექიმთან და ვერავინ ვერაფერი ვერ მითხრა დამინიშნეს ანტიბიოტიკები და ალერგიის წამლები. ბოლოს გადავიღე ექო და გამოჩნდა რომ ლიმფური შეგუბება მაქვს... გასიებიდან ორი თვე გავიდა და არანაირი შედეგი არ არის. ვეღარ გავიგე რა უნდა ვქნა. არის შესაძლო რამე საშუალებით გაიწოვოს ლიმფა და სახე დაუბრუნდეს ჩვეულ ფორმას?
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიმფური კვანძი ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს.
ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია. ეს პათოლოგიური პროცესი უმეტესად ინფექციური ხასიათისაა, ზოგჯერ კი სიმსივნური.
კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება, ორგანიზმში ვირუსის შეჭრის საპასუხოდ განვითარებული მოჭარბებული იმუნური პასუხის შედეგია.
თქვენს შემთხვევაში, გირჩევთ მიმართოთ ინფექციონისტს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს ან საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან.
კლინიკაში გვყავს მოწვეული სპეციალისტი ინფექციონისტები, თუმცა მხოლოდ სტაციონარული შემთხვევებისათვის . ამბულატორიულად უმჯობესია მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა