მოგესალმებით,
ლიმფური ჯირკვლების გადიდებაში მთავარი როლი ,უმთავრესად , დაკავშირებულია ინფექციურ პროცესებთან.
აუცილებელია კლინიკური სურათის ზუსტი შეფასება. ანამნეზში გასათვალისწინებელია: გადატანილი ინფექციური დაავადებები, რამდენი ხნის წინ გამოვლინდა ჯირკვლის გადიდება და ა.შ.
უშუალო გასინჯვისას : ზომები, კონსისტენცია ( ელასტიური, მკვრივი, ფლუქტუაცია) და ა.შ.
ინსტრუმენტული გამოკვლევა - ძირითადად ეს არის არაინვაზიური ვიზუალიზება ,ხოლო უფრო ღრმად მდებარე ლიმფური ჯირკვლების გამოსაკვლევად ულტრაბგერითი გამოკვლევა, ასევე სისხლის საერთო ანალიზი . ყოველივე ამის შემდეგ, ექიმმა ინფექციონისტმა უნდა გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა სხვა სპეციალისტთა დახმარებაც - კერძოდ : იმუნოლოგის, ონკოჰემატოლოგის და ა.შ.
კლინიკაში გვყავს მოწვეული სპეციალისტი ინფექციონისტები, თუმცა ჩვენს კლინიკაში ამბულატორიულად ვერ მოგამსახურებით.
შესაბამისად,უმჯობესია მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. 17 წლის ბიჭს აქვს კისერზე ყურის ქვემოთ ჯირყვალი.მარცხნივ შედარებით დიდი.მარჯვნივ პატარა.7-8 წლის ასაკში აქვს ლეიშმანიოზი გადატანალი.მაშინ გვითხრეს რომ ანთებიდან გამოწვეულია და გაუქრება.არ ტკივა.არ არის გამაგრებული.რამდენად საშიშია და სად შეიძლება შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.გმადლობთ.
პასუხი: