კითხვა: მოგესალმებით,მაინტერესებს რა გვჭირს,დაგვიდგინეს სეფსისი,ვიმკურნალეთ 18 დღიანი მკურნალობით გამოვეწერეთ და სამ დღეში იგივე სიტუაცია გამეორდა,ისევ სეფსისის ცენტრში დავწექით ისევ მკურნალობა კარგად ექვემდებარება გამოწერიდან სამ დღეში ისევ ისე და ასე მეორდება,ახლა მეოთხედ გვაქვს სიცხე, კერას ვერ ვუდგენთ საიდან არის. აქვს გაკეთებული ორჯერ პრასტატის ოპერაცია,მერე თიაქარი და მის მერე აღმოაჩნდა სეფსისი,აქვს წელის ტკივილები,გადავიღეთ მრტ ორჯერ,მაგრამ ისეთი არაფერიო....მერე გამოკვლევა ჩავატარეთ ბუშტის,დაგვინიშნეს თვითკათეტერიზაცია,მაგრამ ამანაც არ უშველა,გთხოვთ მომეცით რამე რჩევა,სად მივიდე,ვის მივმართო და როგორ დავადგინო სეფსისის კერა? წინასწარ მადლობა. პაციენტი არის 67წლის.
პასუხი:

მოგესალმებით,
დაავადების აღწერილობიდან გამომდინარე, კლინიკური ნიშნებით, ნამდვილად საჭიროა ინფექციის კერის ამოცნობა.
სრულიად აშკარაა, რომ ამის გარეშე განკურნება ვერ მოხდება და მკურნალობის ფონზე მხოლოდ ეპიზოდურ გაუმჯობესებას მიიღებთ.
რაც შეეხება თუ სად უნდა გააგრძელოთ კვლევები და მკურნალობა, კონკრეტულ მისამართს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ რჩევის სახით დავადასტურებთ, რომ ინფექციის კერა მოსაძებნია პოსტოპერაციულ მიდამოებში, კერძოდ მუცლის ღრუს და შარდ–სასქესო სისტემებში.
განსახილველია აგრეთვე ინფექციის ისეთი ფორმები, როგორიცაა ვირუსული და სპეციფიური ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში უკავშირდება სამედიცინო მანიპულაციებს.
ვფიქრობთ, რომ სეფსისის ცენტრში ამ მიმართულებით კვლევები იქნებოდა ჩატარებული, შესაბამისად მათივე პრეროგატივაა ჯერ კიდევ არჩარტარებული კვლევების დანიშვნა და მდგომარეობის დაზუსტება.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა