კითხვა: გადატანილი მაქ ვირუსი მონონუკლეოზი ორი წელია სიცხე შუადღისით მიწევს ექიმმა თქვა თვითონ გაივლის სიცხე მიპასუხეთ მჭირდება თუ არა მკურნალობა თუ არა და რომელ ექიმთან მივიდე ანალიზი ჩავაბარე ბოჭორიშვილის კლინიკაში
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
მონონუკლეოზის გამომწვევია ებშტეინ-ბარის ვირუსი.
ზრდასრულების უმრავლესობას ებშტეინ-ბარის ვირუსის მიმართ ანტისხეულები აქვს გამომუშავებული. ვირუსის მიმართ იმუნიტეტის არსებობის შემთხვევაში მონონუკლეოზის ხელახლა განვითარება ძალიან იშვიათია.
მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • ცხელება;
  • ზოგადი ინტოქსიკაცია;
  • ტონზილიტი;
  • ელენთის, ღვიძლის და ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
  • სისხლის საერთო ანალიზში - ლეიკოციტოზი;
  • ლიმფოციტოზი;
  • მონოციტოზი;
  • ატიპური მონონუკლეარები.

გამოჯანმრთელების შემდეგ, ვირუსი ორგანიზმს მთლიანად არ ტოვებს, მისი გააქტიურება პაციენტის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
დაავადების რეციდივი იმუნოდეფიციტის შემთხვევაში ვითარდება.
ადეკვატური მკურნალობის ჩასატარებლად უნდა მიმართოთ ექიმ–ინფექციონისტს.
ჩვენს კლინიკაში, აღნიშნული სპეციალისტი ამ ეტაპზე ამბულატორიულ დახმარებას ვერ გაგიწევთ, ამიტომ მიმართეთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა