სტრეპტოკოკული ფარინგიტი - ინფექციური სნეულებები

კითხვა: გამარჯობა, ვარ 26 წლის. წლებია მაწუხებს დაბალი სიცხეები პერიოდულად, მაქვს გაციების სიმპტომები, დაღლილობა, სისუსტე, ყელის ტკივილი. ბევრნაირი ანალიზები გავიკეთე, მაგრამ ყველაფერი ნორმაში მქონდა. ახლაღა გავიკეთე ყელი ნაცხის ანალიზი. გამოკვლევისას ამოითესა streptococcus pyogenes უხვი ზრდით. მგრძნობელობა მაქვს 4 + ამოქსაცილინზე, ამპიცილინზე, ამპიოქსზე, გენტამიცინზე, კლარიტრომიცინზე, ფლოქსანზე, აველოქსზე, მეფლოციდზე, რიფამპიცინზე, დალაცინზე. სამსახურში დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას. თუ შეგიძლიათ, რომ დამეხმაროთ და მირჩიოთ რა წამალი მივიღო, როგორ ვიმკურნალო. წინასწარ გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
სტრეპტოკოკული ფარინგიტი არის ბაქტერიული ინფექცია, რომლის დროსაც აღინიშნა ყელის ტკივილი და ქავილი. სტრეპტოკოკული ფარინგიტი ყელის ტკივილის მიზეზთა შორის ერთ–ერთ ნაწილს წარმოადგენს.
მკურნალობის გარეშე სტრეპტოკოკულ ფარინგიტს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა თირკმლების ანთება და რევმატიული ცხელება. რევმატიული ცხელების დროს აღინიშნება სახსრების ტკივილი და ანთება, გამონაყარი და გულის სარქვლების დაზიანება.
სტრეპტოკოკულ ფარინგიტს იწვევს, თქვენს მიერ აღნიშნული ბაქტერია Streptococcus Pyogenes რომელსაც, აგრეთვე A ჯგუფის სტრეპტოკოკი ეწოდება.
გასაგებია თქვენი სიტუაცია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დისტანციურად პრეპარატებზე მითითებას ვერ მოგცემთ და გირჩევთ თქვენც თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
ანტიბიოტიკების შესაძენად დაგჭირდებათ რეცეპტის გამოწერა,რაც კანონით არის განსაზღვრული.
გარდა იმისა ,რომ ეს პროცედურული საკითხია ,იმავდროულად ექიმი ,რომელიც შეგირჩევთ ანტიმიკრობულ თერაპიას , დანიშვნასთან ერთად პასუხისმგებელია მისი მოქმედების კონტროლზე და მიღებულ შედეგზე .
შესაბამისად , შემდეგშიც , მკურნალობის დასრულებამდე , მან უნდა შეასრულოს მკურნალი ექიმის ფუნქციები და მხოლოდ შემდეგ შეიძლება შეწყვიტოთ მასთან ურთიერთობა .
ყოველივე ეს არის საჭირო თქვენი ჯანმრთელობისათვის.
ასე , რომ გირჩევთ - მიაკითხეთ ექიმ- ინფექციონისტს.
ამ ეტაპზე, აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა