კითხვა: წითელი ქარი - მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები და ხანგრძლივობა მაინტერესებს
პასუხი:

მოგესალმებით,
წითელი ქარი კანის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და კანის შემოსაზღვრული მონაკვეთის ანთებითი დაზიანება.
ადრეულ ხანაში სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექცია პაციენტის სახეზე ლოკალიზდებოდა, ამჟამად კი უმთავრესად ქვედა კიდურებზე იჩენს თავს.
დაავადების განვითარების უმთავრესი ეტაპია კანის მთლიანობის დარღვევა, რის შედეგადაც მასში ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმი იჭრება. ინფექციური პროცესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ფაქტორები – ვენური უკმარისობა, დაწყლულება, კანის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ინფექცია, მწერის ნაკბენი, ქირურგიული ინფექცია.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, შიდსი, ნეფროზული სინდრომი და სხვა ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც იმუნური სისტემაა დაზიანებული. წითელი ქარის უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი მაინც ლიმფის მოძრაობის დარღვევა – ლიმფოსტაზია. ინფექცია სწრაფად ვრცელდება ლიმფური სადინარების მეშვეობით, რასაც შესაძლოა მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდება მოჰყვეს.
დაავადება ნებისმიერი ასაკში გვხვდება.
წითელი ქარის ყველაზე ხშირი გართულებებია აბსცესი ანუ ჩირქგროვა, განგრენა და თრომბოემბოლია. იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს გლომერულონეფრიტი, ენდოკარდიტი, სეფსისი და ტოქსიკური შოკი. იშვიათადვე შეიძლება დაზიანდეს ახლომდებარე სახსრები, აღმოცენდეს ბურსიტი, ოსტეიტი, ართრიტი და ტენდინიტი.
მისი მკურნალობა ძირითადად დამყარებულია ანტიბიოტიკებზე, თუმცა მათი დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა და გირჩევთ თავი აარიდოთ თვითნებურად მათ მიღებას, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი შედეგები.
გირჩევთ, მიმართოთ ექიმ–ინეფქციონისტს.
აღნიშნული ექიმი, ამ ეტაპზე არ გვყავს ცენტრში, ამიტომ , სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა