კითხვა: რამდენად საშიშია არააქტიური ბ ჰეპატიტი.თან სულ ექიმის ყურადღების ქვეშმყოფი და რამდენჯერაა წელიწადში საჭირო მისვლა ექიმთან?
პასუხი:
მოგესალმებით,
B ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ღვიძლს და იწვევს როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ დაავადებას.
ზოგიერთ აპაციენტს აქვს გამოხატული სიმტომები, როგორიცაა:
- კანის და თვალების სიყვითლე;
- მუქი შარდი;
- ძლიერი დაღლილობა;
- გულისრევა,;
- ღებინება;
- მუცლის ტკივილი.
თუ მკურნალობის შემდეგ, ვირუსმა არ დატოვა პაციენტის ორგანიზმი და დარჩა მასში ამა თუ იმ (აქტიური ან არააქტიური) ფორმით, პაციენტი პოტენციურად, შემთხვევათა 20-40%-ში, გართულებების კანდიდატია.
ეს გართულებებია:
- ღვიძლის ფიბროზი;
- ციროზი;
- კიბო
- ღვიძლის უკმარისობა.
არსებობს სპეციალური დიეტა, რომელიც უნდა დაიცვას პაციენტმა ასეთი ინფიცირების შემთხვევაში და ამ დროს რაციონიდან გამორიცხულია:
- ცხიმიანი ხორცი, თევზი და მათგან მომზადებული წვნიანები;
- კონსერვები, შებოლილი, მარინადი;
- ტკბილეული, პური;
- მოხარშული კვერცხი;
- მჟავე ხილი და კენკროვანები;
- ისპანახი, ხახვი;
- მდოგვი, წიწაკა;
- ბოლოკი;
- შოკოლადი, ნაყინი;
- კაკაო, მაგარი ყავა;
- გაზიანი სასმელები;
- სპირტიანი სასმელები.
მთავარია, რომ იმყოფებით ექიმის მუდმივი დაკვირვების ქვეშ. შესაბამისად, ვიზიტების შესახებ, მან წინასწარ უნდა გაცნობოთ ან დაგეგმოს კონსულტაციები.
გირჩევთ, მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !