ოქროსფერი სტაფილოკოკი - ინფექციური სნეულებები

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს ოქროსფერი სტაფილოკოკი ინკურნება თუ არა?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის სტაფილოკოკი;
  • რა არის ოქროსფერი სტაფილოკოკი;
  • რა იწვევს სტაფილოკოკურ ინფექციას;
  • სტაფილოკოკური ინფექციის დიაგნოსტირება.

oqrosferi_stafilokoki

ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, როგორც სხვა შემთხვევაში, ამჟამადაც გიპასუხებთ ანალოგიურად.
სტაფილოკოკი გახლავთ ბაქტერიის სახე, რომელიც კანსა და ლორწოვან გარსზე ბუდობს.
ოქროსფერი სტაფილოკოკი კი, (Staphylococcus aureus, Saureus) ამ ბაქტერიებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობას საფრთხეს არ უქმნის, ოქროსფერი სტაფილოკოკი კანისა და ორგანოების სხვადასხვა ტიპის ინფექციებს იწვევს.
საფრთხეს ზრდის როგორც კანის პრობლემები, ისე რიგი დაავადებები და ცხოვრების არაჯანსაღი წესი, მაგალითად:

  • მწვავე ატოპიური დერმატიტი;
  • ცუდად მართვადი დიაბეტი;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • სისხლის დაავადება;
  • იმუნოგლობულინი M დეფიციტი.

სტაფილოკოკური ინფექციები სხვადასხვა გზით ვლინდება, კერძოდ ესენია:

  • სტაფილოკოკური ფოლიკულიტი;
  • იმპეტიგო;
  • დერმატიტი;
  • მუნი;
  • კანის მეორადი ინფექციები.

ინფექციის დიაგნოსტირება ხშირად კლინიკურია. თუ ზუსტი დიაგნოზის დასმა რთულდება ან პირველადი მკურნალობის კურსი სასურველ შედეგს არ იძლევა, დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება ნაცხის ლაბორატორიული კვლევა.
ადეკვატური მკურნალობის ჩასატარებლად უნდა მიმართოთ ექიმ–ინფექციონისტს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს სტაციონარული მკურნალობა გესაჭიროებათ თუ ამბულატორიული.
კლინიკაში გვყავს მოწვეული სპეციალისტი ინფექციონისტები, თუმცა ჩვენს კლინიკაში ამბულატორიულად ვერ მოგემსახურებით.
შესაბამისად, უმჯობესია, მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა