კითხვა: გამარჯობათ.მაინტერესებს ესკორონა ვირუსი სანამ შეგვეყარა რაიმე იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტი მირჩიეთ,რომელი მივცეთ ახალგაზრდებს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის კორონავირუსი;
  • კორონავირუსის შტამები;
  • კორონავირუსის დიაგნოსტირება;
  • როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისაგან – რეკომენდაცია.

korona_virusi

კორონავირუსი (COVID-19)– სახელი მისი მორფოლოგიიდან გამომდინარეობს და წარმოადგენს ვირუსების ოჯახს, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებში იწვევს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს.
კორონა 60-იან წლებში აღმოაჩინეს და მას შემდეგ 7 შტამია აღმოჩენილი.
ძირითად შემთხვევებში, იგი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი გრიპისა ან რინიტისგან.
კორონავირუსი, მოცულობით ყველაზე დიდი რნმ ვირუსია (26 – 32 კმ).
ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა, იგი არ იწვევს მძიმე სიმპტომებს ადრეულ ეტაპზე, ამიტომ მისი ამოცნობა რამდენადმე რთულდება და დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევებით.
COVID-19–ის ანტივირუსული ვაქცინა ჯერ-ჯერობით არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია.
საბედნიეროდ, საქართველოში შემთხვევათა მინიმალური რაოდენობაა დაფიქსირებული.
ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოგცემთ რამდენიმე სტანდარტულ რეკომენდაციას:

  • მიიღეთ საჭირო რაოდენობით სითხე (1,5-2ლ);
  • დაისვენეთ;
  • დაიცავით ჰიგიენის ნორმები;
  • მოერიდეთ ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტს;
  • მოერიდეთ ხალმხრავალ ადგილებს;
  • თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს გარეულ და ქუჩის ცხოველებთან;
  • მოერიდეთ ცხოველურ პროდუქტებს, იგულისხმება თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;
  • ატარეთ პირბადე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ჯერჯერობით კორონავირუსის ეპიდემიის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა