კითხვა: გამარჯობათ ,სტომატიტი მაქვს ენის ქვეშ და ტუჩებზეც ალბათ 6 7 დღე იქნება,სოდას ვივლებ,შაბიც ვიხმარე, lysobact იც ვცადე,გენგიგელიც მარა შედეგი არამაქვს, რას მირჩევდით? მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით.

პირველ რიგში საჭიროა, დაისვას ზუსტი დიაგნოზი და დადგინდეს მართლაც სტომატიტია, ჰერპესია თუ რაიმე სხვა ინფექცია.
სამწუხაროდ, ამას მიმოწერის რეჟიმში ვერ გავარკვევთ და ვერც მკურნალობას დავნიშნავთ!
გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ ჯერ სტომატოლოგთან, ხოლო შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ინფექციონისტთან.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა