კითხვა: გამარჯობა, ლიმფადენიტი რამდენად განკურნებადი დაავადებაა?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ლიმფადენიტი;
  • პათოლოგიის მკურნალობა.

ლიმფადენიტი ლიმფური კვანძების ანთებითი დაავადებაა. ის, ჩვეულებრივ, მეორეულია და ორგანიზმში მიმდინარე პირველადი ანთებითი პროცესის გართულებას წარმოადგენს. ლიმფადენიტს იწვევს სტრეპტოკოკები და სხვა პათოგენური მიკრობები. ხშირად ფლორა შერეული ხასიათისაა. ლიმფური კვანძების დაავადება მაშინ ვითარდება, როცა მიკროორგანიზმები, მათი ტოქსინები და დაშლის პროდუქტები პირველადი კერიდან ლიმფასთან ერთად აღწევენ ლიმფურ კვანძებში. მიკრობები შესაძლოა შეიჭრან ორგანიზმში დაზიანებული კანიდან, ლორწოვანი გარსიდან ან ჰემატოგენური (სისხლის) გზით.
განასხვავებენ ლიმფადენიტის მწვავე და ქრონიკულ, სპეციფიკურ და არასპეციფიკურ ფორმებს.

limfadeniti


რაც შეეხება მკურნალობას, იგი დამოკიდებულია ლიმფადენიტის სტადიზე. საწყის ეტაპზე მკურნალობა კონსერვატიულია ინფექციის ძირითადი კერის აქტიურ მკურნალობას.ჩირქოვანი ლიმფადენიტის შემთხვევაში კი, მკურნალობა ოპერაციულია.
ადეკვატური მკურნალობის ჩასატარებლად უნდა მიმართოთ ექიმ-ინფექციონისტს.
ჩვენს კლინიკაში, აღნიშნული სპეციალისტი ამ ეტაპზე ამბულატორიულ დახმარებას ვერ გაგიწევთ, ამიტომ მიმართეთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა