გამონაყარი, წელის ტკივილი - ინფექციური სნეულებები

კითხვა: გამარჯობა ერთი კითხვა მაქ ,ესდღეებია ძალიან დამაყარა შუბლზე, მექავება ლოყაზეც, მუცლის ტკივილსაც ვგრძნობ უფრო წელი მტკივა, ხერხემალი გამოკვლეული მაქ არაფერი არაა საყურადღებო ამხრივ, გულმკერდის არეშიც მაქ ტკივილები ბეჭებთან ,გარდა ამათთან ერთად იღლიებთან გამომივიდა ყავისფერი ლაქები შესაძლებელია თუარა რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში იყოს, გთხოვთ.დამაკვალიანოთ დავიტანჯე ამდენი უშედეგო წამლების სმით ,და.კიდევ მირჩჰიეს ალოესდა თაფლის ნაზავის მიღება და თუ შეიძლება ამ ნომერზე დამაკვალიანოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
თავად ხომ არ უკავშირებთ გამონაყარს რაიმე მოვლენას? მაგალითად, საახალწლო პერიოდში თხილეულის მიღება, რაც შესაძლოა ალერგენად მივიჩნიოთ.
სხვა შემთხვევაში შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ჰორმონულ დისბალანსს ან დერმატოლოგიურ პათოლოგიას.
ასევე, წელის ტკივილი არ გამომდინარეობს მხოლოდ ხერხემლის პათოლოგიებიდან. არის დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:
● გავა-წელის რადიკულიტი;
● მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
● შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
● მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
● ვირუსული დაავადებები;
● თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა და ა.შ.
ვერ დაგიზუსტებთ, რომ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, თუმცა შესაძლებელია თქვენი ჩივილები ერთმანეთთან კავშირში იყოს.
შესაბამისად, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.
სავარაუდო ვარიანტი, როდესაც ყველა ეს სიმპტომი და გამოვლინება ერთმანეთთან კავშირში შეიძლება იყოს, არის ჰერპესული ინფექცია, რომლის დასადგენად უნდა მიმართოთ ექიმ-ინფექციონისტს.
თუ ეს დაავადება გამოირიცხება, მაშინ უნდა განხილული იქნეს გინეკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad 
დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა