კითხვა: გამარჯობა. კიდევ გწერთ ვიყავი ნევროპათოლოგთან.. დამინიშნა წამლები მაგრამ არაფერი შედეგი სიცხეები 37 /37 2 უკვე მე -3 კვირაა ისევ მაქ თან წნევებიც მაქვს ხან 120 /90 ხან 140/ 100 ვარ 24 წლის გოგო. სისხლის ანალიზი გავიკეთე შარდისაც გამოვიკვლიე ფარისებრიც და თირკმელზეც მაქ ექო გადაღებული მაგრამ არაფერია ისეთი საპრობლემოვოო გთხოვთ მირჩიოთ ამ სიცხეებზე ზუსტად ვის მივმართო ინფექციონისტი თუ დამეხმარება? ან რა გავიკეთო რომ ზუსტად გამოჩნდეს მიზეზი ?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენ უკვე ჩვენთვის ნაცნობი პაციენტი ბრძანდებით . წინა რჩევების საფუძველზე ,როგორც ჩანს ,უკვე განახორციელეთ ვიზიტები თქვენს მიერ ჩამოთვლილ სპეციალისტებთან და ამ ეტაპზე დარჩა მხოლოდ ინფექციონისტი.
თუ მიიჩნევთ, რომ ყველა კვლევა საფუძვლიანადაა ჩატარებული და გადამოწმებას არ საჭიროებს, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია ინფექციონისტთან.
კლინიკაში გვყავს მოწვეული სპეციალისტი ინფექციონისტები, თუმცა ჩვენს კლინიკაში ამბულატორიულად ვერ მოგამსახურებით. შესაბამისად, უმჯობესია მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა