ტკიპის ნაკბენი - ინფექციური სნეულებები

კითხვა: მოგესალმებით მაინტერესებს ტკიპის ტკიპამ მიკბინა ამოვიყვანე ფრთხილად შემდეგ დავათვალიერე არაფერი არ მაქვს ჩარჩენილი დავიმუშავე სპირტით და შემდეგ ბეტადინის ხსნარს ვიდებდი მივიღე ციპროფროქსაცილინის ტაბლეტი ორი დღე სიწითლე რომელიც მქონდა გაუფერულდა მეშინია არ განმივითარდეს დაავადება რომელიც მოსდევს ტკიპის ნაკბენს მაინტერესებს ვაქცინა თუ არსებობს რამე რომ გავიკეთო
პასუხი:

მოგესალმებით,
ნებისმიერი ტკიპის ნაკბენი რისკის შემცველი არ არის, ანუ ყველა ტკიპით დაინფიცირება არ ხდება.
ბორელიოზს ახასითებს სპეციფიური ერითემატოზული ლაქები და მისი დიაგნოსტიკა არ არის რთული, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა კი, დაფუძნებულია სისხლის სეროლოგიურ ანალიზზე.
მკურნალობის სქემა დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული (ძირითადია ანტიბაქტერიული პრეპარატები).
დიაგნოსტიკის მიზნით, უნდა მიმართოთ ინფექციონისტს.
კლინიკაში გვყავს მოწვეული სპეციალისტი ინფექციონისტები, თუმცა ჩვენს კლინიკაში ამბულატორიულად ვერ მოგამსახურებით.
შესაბამისად, უმჯობესია მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა