მოგესალმებით,
ცნობილია, რომ ოქროსფერი სტაფილოკოკი კანისა და ორგანოების სხვადასხვა ტიპის ინფექციებს იწვევს.
ჩვენთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე თქვენს შემთხვევაში, შესაბამისად, მხოლოდ ზოგადი რჩევით შემოვიფარგლებით.
სტაფილოკოკის მრავალრიცხოვანი ფერმენტები არღვევს უჯრედთა სტრუქტურას, უვნებელყოფს ( ადვილად გამოსაყოფ ნაერთებად შლის ) ანტიბიოტიკებს, ამასთანავე წარმოქმნის ე. წ. ჰემოლიზინებს - ნივთიერებებს, რომლებიც აზიანებენ ერითროციტებს, ლეიკოციტებს და სისხლის სხვა უჯრედებს.
რაც შეეხება ომეგა 3 -თან დაკავშირებულ კითხვას, ეს უადგილოა, ისევე როგორც, თუ იკითხავდით საჭმელი ვჭამო თუ არა, სტაფილოკოკი ხომ არ დაშლისო ?
ადამიანს ნებისმიერ მდგომარებაში ესაჭიროება საკვები, წყალი, ვიტამინები, მიკროელემენტები და ა.შ. რაც შეეხება ბაქტერიული ინფექციების მატარებელ ადამიანებს, დამატებით მათ ესაჭიროებათ სათანადო მკურნალობა და ამ მხრივ, გირჩევთ გაითვალისწინოთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციები !
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა კითხვა მაქვს სტაფილოკოკის შესახებ, ანალიზები ავიღე და აღმომაჩნდა სტაფილოკოკი და წავიკითხე რომ თითქოს სხვადასხვა მიღებულ წამლებს აუნებელყოფს და შედეგი არ აქვს და მაინტერესებს ომეგა 3 ის მიღების შემთხვევასშიც იგივე ხდება? გმადლობთ!
პასუხი: