ლიმფური კვანძები - ინფექციური სნეულებები

კითხვა: გამარჯობა ორი დღეა რაც გამომივიდა კისრის ძარღვებზე რაღაც ბურთები შიგნიდან და მტკივა რა შეიძლება იყო??მეშინია ძალიან
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია. რაკი სხვა სიმპტომებს არ აღწერთ, სავარაუდოდ, ჩივილის გამომწვევია ლიმფური კვანძის გადიდება.
ლიმფური კვანძი ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს. ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია.
კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძები შესაძლოა გაციების, ხახისა და ყურის ანთების დროს გადიდდეს. ყოველივე ეს ორგანიზმში ვირუსის შეჭრის საპასუხოდ განვითარებული მოჭარბებული იმუნური პასუხის შედეგია. ასეთ დროს ლიმფური კვანძები უმნიშვნელოდ დიდდება, თუმცა გასინჯვისას მტკივნეულია.
გირჩევთ, პირველ რიგში მიმართოთ თერაპევტს, ხოლო საჭიროებისამებრ ჩართოთ მკურნალობაში ინფექციონისტი.
კლინიკაში გვყავს მოწვეული სპეციალისტი ინფექციონისტები, თუმცა ჩვენს კლინიკაში ამბულატორიულად ვერ მოგამსახურებით. შესაბამისად უმჯობესია, მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა