კითხვა: გამარჯობა, 2014 წლის ზაფხულში 1 თვე გადაბმულად ვირუჯებოდი, თავიდან დავიწვი არვიცი ამასთან რამე კავშირი შეიძლება თუ არა ქონდეს მარა მაინც, ზუსტად ამ პერიოდში დამეწყო თითქოს წყლულების გაჩენა დუნდულებზე რაღაც პერიოდის მერე გადამიარა თუმცა ჩირქოვანი გამონაყარი გამიჩნდა და იმის მერე სულ მაწუხებს, ხანდახან ზედმეტად დიდი რაოდენობისაა ხანდახან ცხრება, ასევე საზარდულთან გამიჩნდა რაღაც გამონაზარდი და გინეკოლოგთან მივედი, ნაცხის ანალიზში ყველაფერი ნორმალურად მქონდა თუმცა გამონაზარდზე თქვა რო ფურუნკული იყო, გაჭრა და რაც შიგნით იყო ყველაფერი ამომიღო თუმცა მაინც მაწუხებს ჩირქიანი გამონაყარი და რისი გაკეთება შემიძლია? მომავალში რამეზე ცუდად ხოარ იმოქმედებს, რისი ანალიზები გავიკეთო? ან რის ექიმთან მივიდე, აშკარად ინფექციასთან მაქვს საქმე მაგრამ არვიცი რავქნა. დერმატოლოგთანაც ვიყავი მარა რაც მაზიც გამომიწერა იმან არ მიშველა
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, საქმე ეხება ფურუნკულს, რომელიც კანის ჩირქოვანი ინფექციის ერთ-ერთი სახეა. მის გამომწვევებს შორისაა კანის დამცველობითი ფუნქციის დაქვეითება.
ასევე, წარმოქმნას ხელს უწყობს ჰიგიენის წესების დაუცველობა, იმუნიტეტის დაქვეითება და ა.შ.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, ამისთვის საჭიროა ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული კვლევა და იდენტიფიცირებული მიკრობის ( სტაფილოკოკი,სტრეპტოკოკი ან სხვ.) შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპიის დანიშვნა .
კვლავინდებურად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს ან ინფექციონისტს.
აღნიშნული სპეციალისტები, ამ ეტაპზე ჩვენ არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა