მოგესალმებით,
ინფექციური მონონუკლეოზი, გავრცელებული ვირუსული დაავადებაა. მას ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს.
ეს ვირუსი ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის – ჰერპეს ვირიდეს – წარმომადგენელია. ამ ჯგუფში 2000-ზე მეტი სახეობის ვირუსი შედის. ყველა ცხოველს საკუთარი ჰერპესვირუსი ჰყავს, ხოლო ადამიანს – საკუთარი.
ზოგადად, მისი ერთხელ გადატანის შემდეგ, ნაკლებად რეალურია მისი ხელმეორედ გამეორება, რადგან ორგანიზმი მის წინააღმდეგ შეიმუშავებს იმუნიტეტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
თუმცა, რეციდივი შესაძლოა იმუნოდეფიციტის შემთხვევაში განვითარდეს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად უმჯობესია, მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებაში ინფექციონისტს, რადგან ჩვენს კლინიკაში ამბულატორიულად ვერ მოგემსახურებით ,ასეთი სერვისის არქონის გამო .
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერსებს შეიძლება თუ არა მონონუკლეოზის გამეორება? ერთხელ თუ გაქვს გადატანილი, შესაძლოა მეორედაც დაავადდე?
პასუხი: