კითხვა: გამარჯობათ .წუხელ ძილში ვიგრძენი ფეხის ძლიერი ტკივილი წვივზე.დავხედე ფეხს და იყო სიწითლე თითქოს ისეთს გავდა ლოგინში რომ თმისსამაგრს ან რამე ნივთზე დაგედო ფეხი.დავძებნე ლოგინში არ ეგდო მასგავსი . დამეძინა მერე ხელი მეტკინა ძლიერ.დავხედე ხელსაც და იგივენაირად იყო წითლად.. რა ანალიზი უნდა გავიკეთო ან რომელ ექიმს მივმართო. ან რა უნდა იყოს ტკივილის მიზეზი.მადლობა წინასწარ.
პასუხი:
მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ დასაზუსტებელია ბევრი ნიუანსი, მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია.
თავდაპირველად სასურველია დააკვირდეთ,ამჟამად რა მდგომარეობაა აღწერილ მიდამოებში და განმეორდება თუ არა მსგავსი რამ კიდევ.
ასეთ შემთხვევაში კი, პრევენციის მიზნით შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკას.
საჭიროებისამებრ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას გაგიწევთ შემდეგი სპეციალისტები:
- ნევროლოგი;
- ანგიოლოგი;
- ჰემატოლოგი.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!