მოგესალმებით,
დიალიზი ტარდება თირკმლის როგორც მწვავე, ისე ქრონიკული უკმარისობის დროს. ორივე ეს მდგომარეობა ორგანიზმში ურემიული ტოქსინების დაგროვებას და ორგანიზმის თვითმოწამვლას იწვევს.
როდესაც თირკმლის კაპილარული გორგლების ფილტრაციის სიჩქარე წუთში 8-10 მლ-ს არ აღემატება, ვსაუბრობთ თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ ანუ მე-5 სტადიაზე. ამ დროს აუცილებელია პაციენტის დიალიზზე გადაყვანა.
დიალიზს აქვს ჩვენებებიც და უკუჩვენებებიც, ამიტომ პროცედურა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.
საჭიროა თირკმლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი, დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, სჭირდება თუ არა პაციენტს დიალიზი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნეფროლოგ ნინო შონიასთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტის შემდეგ განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: 80 წლის ბებოს ცალი თირკმელი აქვს უფუნქციო,ცალი კი მხოლოდ 20% მუშაობს.კრეატინინი აქვს 320 ასული.მაინტერესებს ესაჭიროება თუ არა დიალეზზე დასმა?
პასუხი: