თირკმლის კისტა - ნეფროლოგია

კითხვა: გამარჯობა .გთხოვთ მირჩიეთ რამე.თირკმელზე მაქვს 46მმ კისტა.გადავიღე ექოსკოპია და მითხრა რომ არაფერი საგანგაშო არ არის.არადა თუ თავი გადავიტვირთე ძალიან მტკივა და დისკოლფორტი მაქვს წელის არეში.ოპერაციასაც არ აფინანსებენო
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად თირმკმლის კისტა მარტივი აგებულების, არასიმსივნურია და არ იწვევს გართულებებს.
ერთეული კისტები არ გავს პოლიკისტური დაავადების დროს წარმოქმნილ კისტებს. ასეთი კისტები ძირითადად არ იწვევენ ნიშნებსა და სიმპტომებს და არ საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნეფროლოგთან, რათა ზუსტად შეფასდეს თქვენი მდგომარეობა და დაგენიშნოთ შესაბამისი, კონსერვატიული მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკაშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა