კითხვა: ყოველ დილით მაქვს სახე შეშუპებული და ხელის მტევნებიც, შემდეგ თანდათან ცხრება მაქვს ჰაიმორიტი რამდენად შეიძლება იყოს გამოწვეული ამ დაავადებისგან ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. ალერგიული არ ვარ .შესაძლებელია იყოს გამოწვეული თირკმლის დაავადებით მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ორგანიზმის კაპილარული ქსელიდან სისხლის თხიერი ნაწილი განუწყვეტლივ გაიჟონება ქსოვილებისკენ და უკუშეიწოვება. თუ ამ ორი პროცესის წონასწორობა დაირღვა - კაპილარული ქსელიდან ქსოვილებისკენ დიდი ოდენობის სითხემ გადაინაცვლა, უკუშეწოვა დაქვეითდა ან შეწყდა - შეშუპება განვითარდება.
შეშუპების გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორებია სისხლში ცილა ალბუმინის შემცველობის დაქვეითება განსაზღვრულ დონეზე (კერძოდ, 55გ/ლ-ზე) მეტად.
შეშუპებას საფუძვლად ასევე შეიძლება დაედოს კაპილართა კედლების დაზიანება, მათი განვლადობის ზრდა, სისხლის მიმოქცევის სისტემაში წნევის მატება და ვენური ან ლიმფური ნაკადის ბლოკირება ზეწოლის გამო.
შეშუპება ადგილობრივიც შეიძლება იყოს და ზოგადიც. სახის შეშუპება ზოგჯერ ადგილობრივი ფაქტორებით არის გამოწვეული, ზოგჯერ კი ზოგადი დაავადებების გამოვლინებას წარმოადგენს.
როგორც მოგვითხრობთ, სახესთან ერთად გიშუპდებათ ზემო კიდურებიც, რაც გვაფიქრებინებს ,რომ შესაძლებელია ეს იყოს პოზიციური ,ლოგინში წოლისას ზეწოლით გამოწვეული შეშუპება, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც სისხლძარღვთა მდგომარეობა გარკვეულ ყურადღებას მოითხოვს .ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ,რომ ასეთ შემთხვევებში , თირკმლის დაავადებებიც უნდა გამოირიცხოს,ვინაიდან
ამ დროსაც შეშუპება უპირატესად სახეზე, ზემოთა ქუთუთოების არეში აღინიშნება, დილაობით მკვეთრია, საღამო ხანს კი ცხრება ხოლმე .თუმცა თირკმლის დაავადებათა დროს ,შეშუპებებს თან ახლავს
სხვა მნიშვნელოვანი სიმპტომები: არტერიული წნევის მომატება, შარდში ცილის, ერითროციტების არსებობა.
ასევე დაზასუტებელია, შეშუპებასთან ერთად ხომ არ გაწუხებთ მაჯის სახსრებში ტკივილი, ასევე ხომ არ გტკივათ სხვა სახსრები,ყურადღებას ხომ არ იქცევს და როგორია შარდის ფერი ?
გირჩევთ,რომ მიმართოთ ნეფროლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა