დიფუზური მასტოპათია - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა, რამდენიმე თვის წინ გავიკეთე ექოსკოპია მკერდზე. აღმომაჩნდა დიფუზური მასტოპათია, ვიმკურნალე მცენარეული წამლით, მაგრამ შედეგი არ მაქვს. თუ არის რამე საშიშროება და როგორ შემიძლია ვიმკურნალო?
პასუხი:

მოგესალმებით,
დიფუზური მასტოპათია ნეირო-ენდოკრინული რეგულაციის დარღვევაა, რომელიც ძუძუში იწვევს დიფუზურ ცვლილებებს, შესაბამისი მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში, ტკივილი უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი ხდება. დაავადების პროგრესირების შემდგომ ეტაპზე ძუძუში ჩნდება გამკვრივებული უბნები მკვეთრი საზღვრების გარეშე, შეიგრძნობა ტიხრები და ა.შ.
მკურნალობის მეთოდი სხვადასხვაგვარია – შესაძლოა ქირურგიული ჩარევა (კვანძის ამოკვეთა) გახდეს საჭირო, შესაძლოა მედიკამენტური თერაპია დაინიშნოს.
რეკომენდაციისა და მკურნალობის მეთოდის შერჩევა, შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" მამოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და დაგინიშნავთ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/38 


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა