ძილის დარღვევები - ნეონატოლოგია

კითხვა: გამარჯობათ ასეთი კითხვა მაქვს მყავს 4 თვის და 20 დღის პატარა დღისით არ ძინავს თითქმის და ამ უძილობიდან არის გაღიზიანებული უნდა და ვერ იძინებს არანაირი პრობლემა არ აქვს ყველაფერი გამოკვლეული მაქვს ნეიროსკოპიაც გადაღებული, ბავშვი არის ჯანმრთელი ღამით კარგად ძინავს ვცადეთ რამდენიმე მედიკამენტი როგორიცაა ინსოინი ბეიბი ნეიროსტატი ვალომეთინი რიპომილი არაფერმა გაჭრა მყავდა ბატონ ანატოლი ღლონტთან და დაუნიშნა ნოოფენი აგერ უკვე 26 ში 1 თვე გახდება და შედეგი არ გვაქვს მესამედს ვსვავთ 2 ჯერ დღეში..ასეთი კითხვა მაქვს დორმიკიდი როგორი პრეპარატია და თუ შეიძლება რომ მივცე?
პასუხი:

მოგესალმებით!
ჩვილ ბავშვებს საშუალოდ სძინავთ 9-10 საათი ღამის და 3-4 საათი – დღის განმავლობაში. ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. 2 თვის ჩვილი დღის განმავლობაში იძინებს საშუალოდ 2-4- ჯერ, ხოლო 12 თვის – 1-2-ჯერ.
კარგად დააკვირდით, როდის ეძინება: ზოგი ბავშვი დაღლილობას ჭირვეულობით, ტირილით, თვალების სრესით ან ყურების წვალებით გამოხატავს; თუ კარგად გეცოდინებათ ის ნიშანი, როგორ გამოხატავს თქვენი ბავშვი დაღლილობას და მაშინვე დააწვენთ დასაძინებლად, ის უფრო სწრაფად და ადვილად დაიძინებს.
მოგცემთ რამდენიმე რჩევას:

  • როგორც ღამის, ასევე დღის ძილის დროს ჩვილი ყოველთვის ზურგზე უნდა იწვეს;
  • არ გამოიყენოთ რბილი ლეიბი;
  • ძილის დროს არაფერი დაახუროთ თავსა და სახეზე; საბნის ზედა კიდე არ უნდა ასცდეს გულმკერდის დონეს.
  • საწოლიდან ამოიღეთ რბილი სათამაშოები და ბალიში;
  • იმ ოთახში, სადაც ბავშვს ძინავს არ მოწიოთ სიგარეტი;
  • მოერიდეთ საძინებლის ზედმეტად გათბობას
  • 5 თვის ასაკიდან საწოლს მოაცილეთ დასაკიდი სათამაშოები
  • არასდროს დააძინოთ ბავშვი სკამზე, ტახტზე ან სხვა ისეთ ავეჯზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ბავშვის დასაძინებლად.

რაც შეეხება „დორმიკინდს“ , აუცილებელია დანიშნულება მოგცეთ პედიატრმა ან მკურნალმა ექიმმა, რათა თავიდან აიცილოთ რიგი გართულებები.
დამოუკიდებლად ბავშვს ნუ მისცემთ სამკურნალო საშუალებებს, შესაძლებელია, მინიმუმ გამოიწვიოთ მდგომარეობის გართულება.
მიჰყევით მკურნალი ექიმის დანიშნულებას, თუ შედეგი არაა, ჩააყენეთ საქმის კურსში, რომ მოგცეთ რეკომენდაციები ან შეცვალოს მკურნალობის მეთოდი.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად მიმართეთ პედიატრს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა