ჰიდროცეფალია ახალშობილებში - ნეონატოლოგია

კითხვა: გამარჯობა! მაინტერესებს რას ნიშნავს როცა ახალშობილს თავში მარცხენა პარკუჭში დიდი რაოდენობით სითხე აქვს....
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ჰიდროცეფალია არის ტვინში არსებულ ღრუებში (პარკუჭებში) სითხის დაგროვება. ჭარბი სითხე ზრდის პარკუჭების ზომას და აწვება ტვინს.
ყველაზე ხშირი მიზეზი არის ცერებროსპინალური სითხის დინების ნაწილობრივი ობსტრუქცია. ეს ხდება ან ერთი პარკუჭიდან მეორეში გადასვლისას ან ტვინის გარშემო სხვა ადგილებში.
აუცილებელია, თავის გარშემოწერილობის ცვლილების მიხედვით გაკეთდეს ნეიროვიზუალური კვლევები.
პარკუჭთა ზომების მონიტორინგისათვის ასევე კეთდება კრანიული ულტრასონოგრაფია, რომლის საშუალებითაც შესაძლოა ვენტრიკულური ანატომიის ვიზუალიზება.
აუცილებელია მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში პედიატრს, ხოლო შემდეგ ნევროლოგს, რომელიც დასახავს მკურნალობის გეგმას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/17


გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა