კითხვა: გამარჯობათ, მყავს 4,5 თვის შვილი. დაბადებისას არ მახსოვს, მაგრამ 2 კვირისას თავის ზომა ქონდა 38, 5. ახლა აქვს 47. გადაღებული აქვს ნეიროსონოგრაფია, ცუდი არაფერი არ აქვს ამის მიხედვითო ექიმმა და ეს გენეტიკურად ქონდეს უბრალოდ თავის დიდი ზომაო. მაინტერესებს არის თუ არა მაკროცეფალიის საშიშროება თუ შ3იძლე ბა იყოს გენეტიკური?
პასუხი:
მოგესალმებით,
მაკროცეფალია არის პათოლოგია, რომლის დროსაც თავის ქალას გარშემოწერილობა გადიდებულია +2 Z ქულოვან მრუდს ზემოთ, ამ დროს თავის ქალა ყველა მიმართულებით თანაბრადაა გადიდებული.
პათოლოგია კლინიკურად ვლინდება მოძრაობითი და ინტელექტუალური დარღვევებით.
თუმცა, რაკი ნეიროსონოგრაფიული მონაცემების მიხედვით, პედიატრმა/ნევროპათოლოგმა ბავშვის განვითარება დადებითად შეაფასა, საშიში არაფერია.
გირჩევთ, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ, მიმართოთ ჩვილთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!