მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- ქაცვის ზეთი და მისი დანიშნულება;
- კერტების დამატენიანებელი საშუალება.
სავარაუდოდ მოგეხსენებათ, რომ კანის პათოლოგიური პროცესების დროს ქაცვის ზეთი ინიშნება გარეგანად, ზეთოვანი საფენების სახით.
იქიდან გამომდინარე, რომ იგი შეიცავს უამრავ აქტიურ ნივთიერებას, არ არის სასურველი, გამოიყენოთ მეძუძურობის დროს. ყველაზე მინიმუმ, შესაძლოა, ჩვილში გამოიწვიოს საფაღარათო მოქმედება.
გაითვალისწინეთ, რომ ნახეთქების საწინააღმდეგო კრემები და ზეთები განსხვავდება კერტების სპეციალური კრემებისგან!
თუ არ აღგენიშნებათ სიწითლე, გამონადენი ან ჩირქი, შეგიძლიათ, გამოიყენოთ კერტების სპეციალური დასატენიანებელი „ნოსპლიტის“ კრემი. მასში შედის ლანოლინი, რომელიც ბუნებრივი ნივთიერებაა, ის უჯერი ცხიმოვანი მჟავეებისა და ქოლესტერინის ეთერების შემადგენლობით ძალიან ემსგავსება ადამიანის კანის მფარავ ცხიმს. იგი არ არღვევს ფიზიოლოგიურ კვებას და არ საჭიროებს ჩამობანას ძუძუთი კვების წინ.
შეგახსენებთ, რომ „ნოსპლიტი“ ეფექტურია თუ არ გაქვთ ჩირქოვანი გამონადენი. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგს, სადაც ბატონი ბესიკ აბშილავა გაგიწევთ სათანადო დახმარებას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/rchevebi/41
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!