ენის სიმშრალე - სტომატოლოგია

კითხვა: ენის გამოშრობა და თითქოს გაფხოკილიაო რამ იცის და გემოც ცუდი რომ აქვს პირში
პასუხი:

მოგესალმებით,
ნერწყვი გვეხმარება საკვების გადამუშავებაში. იგი შეიცავს საჭმლის მომნელებელ ფერმენტ ამილაზას, რომელიც ნახშირწყლების გადამუშავებას პირის ღრუშივე იწყებს, აკონტროლებს პირის ღრუს ბაქტერიებს, გვეხმარება ღეჭვასა და ყლაპვაში, გამოშრობისგან იცავს პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსს.
შესაძლებელია ენის სიმშრალეს იწვევდეს:

  • ფარინგიტი, რომლის დროსაც ხახის ლორწოვანი გარსი გამომშრალია;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
  • არასაკმარისი სითხის მიღება დღის განმავლობაში;
  • ვიტამინების ნაკლებობა;
  • თამბაქო.

პირის სიმშრალე იწვევს არამხოლოდ სანერწყვე ჯირკვლების პათოლოგიას, არამედ შესაძლებელია დარტყმა მიაყენოს ყველა ორგანოს.
ასევე, შესაძლოა, თქვენი ჩივილის გამომწვევი იყოს ქრონიკული გლოსიტი (ენის ანთებითი პროცესი), რომლის გამომწვევი მიზეზიც სხვადასხვაა, მათ შორის:

  • საკვებზე ალერგიული რეაქცია;
  • ორგანიზმში რკინის დეფიციტი;
  • სტომატიტი;
  • გინგივიტი და ა.შ.

მძიმე ფორმაა დესკვამაციური გლოსიტი, როდესაც ეპითელური შრის ჩამოფრცქვნა (დესკვამაცია) და რეგენერაცია (განახლება) ენის სხვადასხვა უბანზე სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს: ზოგან შეწყვეტილია, ზოგან კი ინტენსიურად პროგრესირებს. გაძლიერებულმა ჩამოფრცქვნამ შეიძლება ეროზიების წარმოქმნა და ენის დაწყლულებაც კი გამოიწვიოს. ამ პროცესს ახლავს ტკივილისა და წვის შეგრძნება, განსაკუთრებით - მარილიანი, მჟავე და მწარე საკვების მიღებისას.
თუკი გლოსიტი რომელიმე დაავადებასთანაა შეუღლებული, მისი იზოლირებული მკურნალობა უშედეგო იქნება. კომპლექსური მკურნალობა კი, უპირველესად, ძირითადი სნეულების აღმოფხვრას უნდა გულისხმობდეს.
გირჩევთ, მიმართოთ სტომატოლოგს ან ორთოდონტს, რომელიც მოგემსახურებათ შესაბამისად.

ჩვენი კლინიკა არ არის დაკავებული სტომატოლოგიით, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა