კითხვა: გართულებულ სტომატიტს როგორ ვუმკურნალოთ, მირჩიეთ რამე
პასუხი:

მოგესალმებით,
სტომატიტი ეს არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება. იგი ვლინდება ლორწოვანის გაწითლებით ან შეშუპებით, ტკივილით ან დისკრეტული წყლულებით.
წყლულები სტომატიტის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია. ეს არის მწვავე მტკივნეული წყლულები ენაზე ან ტუჩებისა და ლოყების შიდა მხარეს.
სტომატიტს აქვს რამდენიმე შესაძლო გამომწვევი მიზეზი, რომლებიც შესაძლოა კვეთდეს ერთმანეთს ან ახასიათებდეთ ურთიერთქმედება.
სტომატიტის გამომწვევი ადგილობრივი მიზეზები შესაძლოა იყოს:

  • ტრავმა, გამოწვეული არასათანადო სტომატოლოგიური მკურნალობით ან დაინფიცირებული სტომატოლოგიური იარაღით.
  • ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, როგორიცაა მარტივი ჰერპეს ვირუსი და ჰერპეს ზოსტერი, ხელით-ფეხით-პირით გადამდები დაავადებები.
  • დასუსტებული ან დეფიციტური იმუნიტეტი.
  • ძლიერი ქიმიკატებით გამოწვეული ქიმიური გაღიზიანება და ა.შ.

შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით გირჩევთ, მიმართოთ სტომატოლოგ–თერაპევტს , რომელიც შესაბამისი კვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე დაგინიშნავთ მკურნალობას, ან გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
ჩვენს კლინიკაში არ გვყავს აღნიშნული სპეციალისტი, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა