მოგესალმებით!
ე.წ გეოგრაფიული ენა, წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას ანუ ქრონიკულ ანთებას. ამ დროს აღინიშნება ენის ზურგის და გვერდით ზედაპირების გარეგანი ცვლილებები.
გამომწვევი ფაქტორები არ არის ცნობილი, ვარაუდობენ რომ შეიძლება მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ენდოკრინულ მოშლილობებს, ვირუსულ ინფექციებს და სხვა. ასევე აღნიშნავენ ამ დაავადების ოჯახურ ხასიათს,ანუ თანდაყოლილ დაავადებათა ჯგუფსაც მიაკუთვნებენ.
მკურნალობა სიმპტომურია და პირველ რიგში სომატური დაავადების მკურნალობაა საჭირო.
ადგილობრი მკურნალობა მოიცავს, პირის ღრუს ჰიგიენას, როგორც ინდივიდუალურს ( ჯაგრისი,კბილის პასტა), ისე პროფესიულს, ექიმის მიერ ჩატარებულ პირის ღრუს ჰიგიენას (ნადებისა და ქვების მოცილება ).
გირჩევთ, პირველ რიგში მიმართოთ სტომატოლოგს, რათა გამოირიცხოს კანდიდოზი, ამის შემდეგ კი, მკურნალობის მეთოდის შერჩევა სტომატოლოგის პრეროგატივაა.
თუ გამოირიცხება სტომატოლოგიური პრობლემები, შეგიძლიათ მობრძანდეთ პრევენციის მიზნით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა ექიმო, გეოგრაფიული ენა ინკურნება?
პასუხი: