მოგესალმებით,
კანდიდოზი (კანდიდოზური სტომატიტი), სხვა სიტყვებით რძიანა, – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს Candida ტიპის საფუარა სოკოები. იგი შესაძლოა მდებარეობდეს როგორც ლორწოვან გარსზე, ასევე კანზე და შინაგან ორგანოებზეც (საყლაპავის კანდიდოზი). კანდიდოზის კლინიკური გამოვლინებები ძალიან მრავალფეროვანია. პირის ღრუს კანდიდოზს ახასიათებს ენის, ლოყების ლორწოვანის, სასის, ხახის, ღრძილების, პირის ღრუს კუთხეების დაზიანება. სოკოები (საპროფიტები) ნორმაში არიან პირის ღრუში და არ იწვევენ დაავადებებს. მაგრამ იმუნიტეტის დაქვეითების და სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორების დახმარებით ვითარდება პირის ღრუს კანდიდოზი. თხელი თეთრი ფერის ნადები ენაზე, შესაძლოა აღენიშნებოდეს ჯანმრთელ ადამიანს, თუმცა ეს უკვე დაავადების საწყისი ნიშანია. შესქელებული ძლიერი ნადები – უკვე სერიოზული მიზეზია რათა მიხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას.
პირის ღრუს კანდიდოზი იყოფა რამოდენიმე ტიპად. შესაბამისად სიმპტომებიც ყველას თავისებური აქვს. ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი – დუნედ მიმდინარეობს, ხშირად ვითარდება პროთეზის ქვეშ ე.წ პროთეზული სტომატიტი ამ დროს დაზიანებულია სასა, ენა, და ტუჩის კუთხეები (აღინიშნება ღრმა ნახეთქები პირის კუთხეებში, თეთრი ნადები ქერქებისა და ქერცლების არსებობა).
დიაგნოზის დასმა ხდება პირის ღრუს მიკრობიოლოგიური გამოკვლევით.
მკურნალობა ინდივიდუალურია: ფონური დაავადების გამოვლენა და მკურნალობა, ვიტამინოთერაპია, პირის ღრუს სანაცია, დიეტა, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა, კარგია ამ დროს სოდიანი და ანტისეპტიური სავლებები.
მიმართეთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმ-სტომატოლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას და გაგირძელებთ, შეწყვეტს ან შეცვლის მკურნალობის კურსს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა .წლებია მაწუხებს ღრძილებისშეშუპება გაკეთებული მაქვს საკმაო რაოდენობის კერამიკული კბილები.ჩავიტარე გამოკვლევა და კანდიდოზ აბლიკანსი აღმომაჩნდა.ვიმკურნალე შესაბამისი წამლით რაზედაც მქონდა მგრძნობელობა მიკოსისტი 50 მგ 14 დღე.ცოტა არა უშავს და კიდევ რამდენჯერ შეიძლება და რამდენ ხანში გავიმეორო მკურნალობის კურსი? მადლობას გიხდიდ საუკეთესო სურვილებით.გთხოვთ დამეხმაროთ
პასუხი: