მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ინფორმაცია:
- რა არის პარადონტიტი;
- რა იწვევს პარადონტიტს;
- პარადონტიტის მკურნალობა.
სავარაუდოდ, თქვენი ჩივილის გამომწვევი მიზეზია პარადონტიტი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული, სისტემური დაავადებაა. პარადონტიტის დროს, ანთებითი პროცესი ვრცელდება იმ ქსოვილებში, რომლებიც გარს ეკვრის კბილს.
უყურადღებობისა და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, შესაძლოა, პაციენტმა ჯანმრთელი კბილები დაკარგოს.
მკურნალობა ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც ლიკვიდირებულია ანთების ფენომენი და მეტ-ნაკლებად აღდგენილია პარადონტის ფიზიოლოგიური პარამეტრები.
პარადონტიტის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა;
- კბილის შეცვლილი ფორმა;
- არასწორი თანკბილვა;
- ცილებისა და ვიტამინების ნაკლებობა;
- ცხელი და მწარე საკვების ხშირი მიღება;
- თამბაქოს მოხმარება;
- ზოგიერთი პრეპარატი;
- ქრონიკული დაავადებები.
მკურნალობა შეირჩევა დაავადების სიმძიმის შესაბამისად. ინიშნება ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და რეგენერაციული (აღდგენითი) საშუალებები.
გირჩევთ, მიმართოთ სტომატოლოგ-პარადონტოლოგს.
ჩვენი კლინიკა არ არის დაკავებული სტომატოლოგიით, ამიტომ, ამ თვალსაზრისით რაიმე ტიპის სამკურნალო რჩევას ვერ მოგცემთ.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/stomatologia/57
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!