ენტეროანასტომოზი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა,ჩემს 4 წლის ბიჭს გაუკეთდა ბრმანაწლავის ოპერაცია,იყო პერიტონიტიც.ოპერაციიდან 12 დღეში(6 ივნისს) მეორე ოპერაცია გაუვალობაზე,საჭირო გახდა ნაწლავის გარეთ გამოტანა.სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილია ოპერაცია ნაწლავის ჩასაბრუნებლად.მაინტერესებს რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ ოპერაციას,რამდენად რთულად შესასრულებელი ოპერაციაა და ხომ არ მირჩევდით ოპერაციის ისრაელში გაკეთებას.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობით არ ირკვევა ერთი საკითხი – რომელი ნაწლავია გამოტანილი ე.წ. „ ხელოვნური უკანა ტანის“ სახით და რამდენ ლულიანია ეს ნაწლავი, თუმცა ყველა შემთხვევაში ,როდესაც მუცლის ღრუში ანთებითი პროცესები ჩამცხრალია და საჭიროა ნაწლავის გამავლობის ბუნებრივი გზის აღდგენა ,მიმართავენ ოპერაციას – „ნაწლავის ჩაბრუნებას“ .
ოპერაციის პირობებში იხსნება მუცლის ღრუ და გარეთ გამოტანილი ნაწლავის ნაწილი უერთდება მუცლის ღრუში დატოვებულ ნაწილს ,ან ხდება ორი ლულის გაერთიანება .ეს ვარიანტები სხვადასხვა სირთულის და მოცულობის ოპერაციებია .ოპერაციის შემდგომი გართულებებიდან ,შესაძლო ვარიანტებად განიხილება განმეორებითი გაუვალობა ,შერთულის უკმარისობა ან შეხორცებითი დაავადების ჩამოყალიბება.
ერთი სიტყვით ,ნებისმიერი ოპერაცია და ორგანიზმზე ქირურგიული აგრესია ,გარკვეული სტრესია ,რომელსაც პათოლოგიური ცვლილებები ახლავს ,ამიტომ შედეგები როგორც დადებითი ,ისე უარყოფითი ,მხოლოდ ვარაუდის დონეზე უნდა იქნეს განხილული.
იმედს გამოვთქვავთ ,რომ თქვენი ვაჟის შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება და იმავდროულად გეტყვით ,რომ ასეთი ოპერაციები საქართველოშიც წარმატებით ტარდება . პაციენტები უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რითმს და ნაწლავთა ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ცვლილებებს მხოლოდ კვების პრინციპები განიცდის.
არჩევანი კი თქვენზეა , ჩვენთან ჩაიტარებთ ოპერაციას თუ ისრაელში ,აგრეთვე რომელ კლინიკას აირჩევთ თბილისში საოპერაციოდ.
ამ მხრივ ,ჩვენს კლინიკას ვერ შემოგთავაზებთ ,საჭიროა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს,
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა