კითხვა: გამარჯობა, ჩვენი ახლობელი ბიჭი არის 15 წლის აქვს ენურეზი 12 წლიდან დაიწყო ჩასველება მაგრამ დილითაც და ღამითც დედა იძულებულია ჩააცვას საფენები რისიც ბავშვს რცხვენია მაგრამ როცა სკოლაში და დადიოდა მაშინაც ისველებდა და პამპერსებს აცმევდა ნუ ღამკითაც ახმარდა საფენებს ბავშვი განიცდის ხშირად მიტო ვებენ და ძალიან რცხვენია ჩემი როცა საფენის გამოცვლის დრო დგება და მასთან მივდივარ იქნებ მასწავლოთ როგგორ გადავაჩვიოთ ჩაფსმას თან ახლა სულ ჩემთან უწევს ყოფნა და უხერხულ მდგომარეობაშია როცა საფენებს ვუცვლი რამოდენიმეჯერ სკოლაში საფენის გარეშე რომ იყო გაეპარა და ბულინგის მსხვრეპლი გახდა ბავშვს ყველა გამოკვლევა ჩავუტარეთ და ყველაფერი რიგზეა
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ენურეზი;
  • ენურეზის გამომწვევი ფაქტორები;
  • მკურნალობა.

ენურეზი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ვაჟებში ეს პრობლემა უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებში.
უმეტეს შემთხვევებში ენურეზი თავისთავად წყდება ბავშვის ზრდასთან ერთად. ასაკზე ყოველი 1 წლის მატებასთან ერთად ენურეზის სპონტანური გაქრობის შანსი 15%-ით იმატებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის ენურეზმა შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს თავად ბავშვის და ოჯახის წევრების ემოციურ მდგომარეობაზე, დაარღვიოს ბავშვის ნორმალური სოციალური აქტივობა, გავლენა იქონიოს თვითშეფასების ხარისხზე, რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება მისი მკურნალობა.

enurezi


წარმოგიდგენთ დაავადებებს, რომელთა არსებობისას ერთ-ერთი გამოვლენა ენურეზია:

  • შარდის ბუშტის დისფუნქცია;
  • თირკმლების ქრონიკული უკმარისობა (ბავშვებში იშვიათია);
  • ყაბზობა;
  • უშაქრო დიაბეტი (ბავშვებში იშვიათია);
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპერთირეოიდიზმი;
  • ობსტრუქციული ძილის აპნოე;
  • ჭიებით ინვაზია (Enterobius vermicularis);
  • ფსიქოლოგიური სტრესი.

ამ დროს, ხშირად მიმართავენ მოტივაციურ თერაპიას, რომელიც გულისხმობს ემოციურ მხარდაჭერას, დანაშაულის გრძნობის უგულებელყოფას, ბავშვის წახალისებას საიმისოდ, რომ თავად იკისროს პასუხისმგებლობა მკურნალობის პროცესზე.
მიუხედავად იმისა, რომ პათოლოგიის აღმოცენება ბავშვზე არ არის დამოკიდებული, მკურნალობის პერიოდში უმცირესი პროგრესიც კი, წახალისებული უნდა იქნეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის სქესობრივი მომწიფების (14-15) წლის ასაკიდან, ენურეზი თვითგანკურნებადია. თუმცა, აუცილებელია, დარწმუნებით გამოირიცხოს ზემოთ ჩამოთვლილი გამომწვევი ფაქტორები.
კონკრეტულ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივი კლინიკის უროლოგს და ფსიქოლოგს.


გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა