მოგესალმებით,
დისტანციურად განსაზღვრა რთულია, თუმცა სავარაუდოდ საუბარია ლიპომაზე, რომელიც არის ცხიმოვანი, შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება კანქვეშა შრის შემაერთებელ ფაშარ ქსოვილში.
ლიპომა ვითარდება ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია. თუმცა გარკვეულ როლს თამაშობს ცხიმოვანი ცვლის დარღვევაც.
ლიპომა ნელა იზრდება. უმეტესად 4-5 სმ-იანია, ჩვეულებრივ, რბილია, მაგრამ შემაერთებელი ქსოვილის სიჭარბის შემთხვევაში მკვრივდება. არსებობს ლიპომის ნაირსახეობა - ინტრამურული ლიპომა, რომელსაც არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები და კუნთის სიღრმეში მდებარეობს.
ლიპომა უმტკივნეულო და ოდნავ მოძრავია და არ არის სიცოცხლისთვის საშიში .
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.ბავშვი მყავს 5 თვის. გავაჩინე საკეისრო კვეთით.ერთი თვე იქნება რაც ბავშვს თავზე ერთ ადგილას კოპივით ამოუვიდა. როგორც ასეთი რამე სერიოზულ დავარდნას ან თავის სადმეს დარტყმას ვერ ვიხსენებ. ერთხელ იყო შემთხვევა რომ თავი დამარტყა მხარზე. ოღონდ ეს გამობერილი ერთი კვირის მერე ამოუვიდა. ძალიან ვნერვიულობ და მაინტერესებს კოპს გავს მარა შეიძლება რამე სხვა იყვეს? და რა უნდა გავაკეთო ამისთვის რო გავიგო რა არის ეს. ოჯახის ექიმს ვაჩვენე და მითხრა არ არის ჯერ საშიშიო. თუ ეს გაიზარდა მაშინ მიმართე ქირურგსო. მარა მე ძალიან ვნერვიულობ. წინასწარ გმადლობთ.
პასუხი: