ეოზინოფილები - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა, რაზე შეიძლება მიუთითებდეს ეოზინოფილების მომატება ? 15 მდე მქონდა მომატებული დაახლოებიოით ერთი თვის წინ. სისხლის სხვა პარამეტრები კი ყველაფერი წესრიგში მქონდა . ექიმმა დამინიშნა ალერტეკი, ერთი თვის მერე კვლავ ავიღე ანალიზი და ეოზინოფილები 1 მდე იყო ჩამოსული. ედს კი წინასთან შედარებით 5 მდ ე იყო გაზრდილი ( როგორც ვიცი ესეც ნორმნაა). გარდა ამიისა სიმპტომატიკის მხრივ მაქვს ზოგჯერ ხელებზე მიჩნდება წითელი წერტილები რომელიც შემდგომ თავისით მალევე ქრება. ქავილი არ ახასიათებს . ჩავიტარე მუცლის ღრუს ეხო , ყველაფერი წესრიგში მქონდა გარდა იმისა რომ ვიძლი მომატებული მაქვს ოდნაც ( წარსულში ა ჰეპატიტი მაქვს გადატანილი ).. არაჯანსაღი ცხოვრების წესს ვაბრალებ მე უფრო ,მჯდომარე სამსახური მაქვს . ასევე ზოგჯერ მაქვს მოხრჩობის შეგრძნება ყელში, რამოდენჯერმე , წოლისას , ჩასუნთქვისას თითქოს დიაფრაგმასთან რაღაც გამიშეშდასავით . არასასიამოვნო შეგრძნება იყო.. ესეთი სიმპტომატიკა რა დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ეოზინოფილები – ადამიანის ლეიკოციტების ერთ-ერთი სახეა. ისინი წარმოადგენენ სისხლის თეთრ უჯრედებს, რომლებიც ებრძვიან ამა თუ იმ დაავადებას. თუმცა, მათი მნიშვნელობა ორგანიზმის ინფექციისაგან დაცვაში მწირია.
ზოგადად, ეოზინოფილების რაოდენობის მომატება შეიძლება გამოიწვიოს:

  • ალერგიული დაავადებებმა;
  • ბრონქულმა ასთმამ, 
  • ორგანიზმში პარაზიტების არსებობამ (ასკარდიოზი, ფასციოლოზი, ექინოკოკი და სხვა).
  • სოკოვანი ან პარაზიტული დაავადებები;
  • თირკმელზედა ჯირკვალთან დაკავშირებული მდგომარეობები;
  • კანის დაავადებები;
  • აუტოიმუნური დაავადებები;
  • ენდოკრინული დაავადებები;
  • ასთმა;
  • იდიოპათიური ( გაურკვეველი წარმომავლობის).

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ შესაძლოა სიმპტომები უკავშირდებოდეს, როგორც კანის დაავადებას ( გამონაყარი ხელებზე) ისე ენდოკრინული სისტემის პათოლოგიას ( მოხრჩობის შეგრძნება ყელში) .
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
სასურველია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და კონსულტაცია გაიაროთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რათა ინსტრუმენტული კვლევის შედეგად, გამოირიცხოს საყლაპავის პათოლოგია. ამის შემდეგ კი, მკურნალობაში ჩაერთვება ენდოკრინოლოგი.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-60-larad-
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა