მოგესალმებით,
ერექციის პრობლემა ანუ ერექციული დისფუნქცია არის მამაკაცის უნარის დაქვეითება, ადეკვატურ, ნორმალურ სიტუაციაში მიაღწიოს ხარისხიან ერექციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩატარება.
დისფუნქციის მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოგენურიც და ორგანულიც.
ასევე, დისფუნქციის მიზეზად შეიძლება იქცეს:
- დეპრესია;
- შფოთვა;
- სტრესი;
- შიშები.
ერექციული დისფუნქციის მიზეზად უფრო ხშირად გვევლინება ორგანული პათოლოგია, სადაც წამყვანია:
- სისხლძარღვოვანი პრობლემები (ვინაიდან სწორედ სისხლის ადექვატური მიმოქცევაა ერექციის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი);
- ენდოკრინული;
- ნევროგენული;
- უროლოგიური დაავადებები და სხვა.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ამ კუთხით ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ანამნეზი.
საინტერესოა, ხომ არ გაქვთ ამჟამად რაიმე სახის ინფექცია შარდ- სასქესო სისტემაში ა.შ.
ანამნეზის საფუძველზე კი, ინიშნება შემდეგი გამოკვლევები:
- ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- ნევროლოგიური;
- ენდოკრინული;
- ლაბორატორიული კვლევები.
ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უროლოგის ან სექსოლოგის კომპეტენციაა.
გირჩევთ, პირველ ეტაპზე, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან კონსულტაციაზე, საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, რის საფუძველზეც სპეციალისტი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
რაც შეეხება ღირებულებას, წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ ზუსტად რა კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები დაგჭირდებათ. უროლოგთან კონსულტაციის ღირებულება კი – 50 ლარია.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/21
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!