მუცლის აორტის ანევრიზმა - ანგიოლოგია

კითხვა: Скажите пожалуйста, возможна ли сейчас операция для гражданки Азербайджана. Аневризма брюшной полости. Какова цена?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • რა არის მუცლის აორტის ანევრიზმა;
  • როგორი სიმპტომები აქვს ანევრიზმას;
  • აორტის ანევრიზმის დიაგნოსტირების მეთოდები;
  • აორტის ანევრიზმის მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

მუცლის აორტის ანევრიზმა არის აორტის კედლის დეფექტი, რის შედეგადაც აორტა იბერება და იღებს ტომრის ფორმას.
აღნიშნული დიაგნოზი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, რადგან როგორც წესი, იგი ძალიან ნელა და უსიმპტომოდ ვითარდება, ამის შედეგად კი, პაციენტთა უმეტესობა, სამედიცინო დაწესებელებაში გადაყვანამდე, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით იღუპება.

მუცლის აორტის ანევრიზმის სიმპტომები

მუცლის აორტის ანევრიზმის დროს, შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა სიმპტომებმა, როგორიცაა:

  • ძლიერი, უეცარი და მუდმივი ტკივილები მუცლის არეში, რომელიც რეგულარულია და შესაძლოა, გავრცელდეს მენჯსა და ქვემო კიდურებზე;
  • უჩვეულო პულსაცია ჭიპის არეში;
  • თავბრუსხვევა;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • გახშირებული პულსი;
  • გულყრა;
  • მომატებული ოფლიანობა;
  • დაბალი არტერიული წნევა.

muclis_aortis_anevrizma

 

მუცლის აორტის ანევრიზმის დიაგნოსტირების მეთოდები

დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება შემდეგი კლინიკური კვლევები:

კონკრეტულ შემთხვევაში, თუ დიაგნოზი უკვე დადასტურებულია, დიახ, რა თქმა უნდა შესაძლებელია ჩატარდეს გეგმიური ოპერაციული მკურნალობა.
ჩვენს კლინიკაში დანერგილია აორტის ანევრიზმის, განშრევებადი და გამსკდარი ანევრიზმების მკურნალობის ენდოვასკულური მეთოდი, ხასიათდება ნაკლები აგრესიულობით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰიბრიდული საოპერაციო აღჭურვილია ულტრათანამედროვე, SHIMADZU-ს ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12-ის აპარატით.
რაც შეეხება ოპერაციის ფასს, ამ ეტაპზე ზუსტ ღირებულებას ვერ მოგახსენებთ, თუმცა, ზოგადად, აორტის ანევრიზმის მკურნალობა ენდოვასკულური მეთოდით ღირს 9 000-11 000 ლარი.
თუ პაციენტი იმყოფება საქართველოში, სასურველია, საწყის ეტაპზე მოვიდეს ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც უშუალო ვიზიტისას შეფასდება მისი მდგომარეობა და დადგინდება რა ტიპის ოპერაცია ესაჭიროება, შესაბამისად დაზუსტდება ფასიც.
ვიზიტის დროს, პაციენტს კონსულტაციას ჩაუტარებს ენდოვასკულური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჯინჭველაძე.
თუ პაციენტის მოსვლა კლინიკაში ტექნიკურად შეუძლებელია, ვიზიტზე შეიძლება მოვიდეს პაციენტის ახლობელი სამედიცინო დოკუმენტებით, რომელთა განხილვის საფუძველზეც ჩატარდება კონსულტაცია.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
ქოლცენტრში დარეკვისას, სასურველია, დააფიქსიროთ, რომ ინფორმაცია მოგაწოდათ „შეკითხვა ექიმმა“.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა