ფეხის გულის ფასციიტი

კითხვა: მოგესალმებით.მყავს 10წლის ვაჯი.ფეხის გულზე შუაში მხოლოდ ერთ წერტილს პერიოდულად იტკივებს.რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის მივმართო.რევმატივზმზეც გავუკეთე ანალიზი და გამოირიცხა.
პასუხი:
მოგესალმებით,  ფეხის გულის ფასცია მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია, რომელიც ფართო ზოლის სახით არის გადაჭიმული ფეხის გულის ზედაპირზე ქუსლის ძვლიდან ტერფის წინა ნაწილამდე. ძლიერმა ბრტყელტერფიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ფასციის ძლიერი გაჭიმვა და მისი ანთება. ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ორთოპედს. "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 და მეტი ასაკის პაციენტებს, მიმართეთ ასაკობრივ კლინიკას. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა