მოგესალმებით,
ფიბროადენომა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. აღნიშნული პათოლოგიის წარმოქმნას ქალის ორგანიზმში განვითარებული ჰორმონული დისბალანსი იწვევს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ზუსტი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, რადგან გასათვალისწინებელია კვანძის ზომა, კონსისტენცია, მისი ზრდის დინამიკა და ა.შ.
ზოგადად კი, მასტოქეა ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, დაჭიმულობის შეგრძნების შემცირებას და მასტოპათიური ცვლილებების პრევენციას. (მკერდის მტკივნეულობა, შეშუპება და ა.შ). თუმცა, რამდენად მიზანშეწონილია მისი გამოყენება თქვენს შემთხვევაში, ვერ მოგახსენებთ.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ექიმ–მამოლოგის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ მასთან კონსულტაციაზე, სადაც ქალბატონი თამილა როინიშვილი გაგიწევთ დახმარებას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/38
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!