მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს აღნიშნულ შეკითხვასთან დაკავშირებით. ამიტომ, მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორებია: მემკვიდრეობა, ემოციური ფონი – ნერვული სტრესი, გადაღლილობა, არასწორი ცხოვრების რიტმი, არასწორი კვების რეჟიმი.
აუცილებელია ჩაიტაროთ განმეორებითი სკრინინგი. ზოგადად, სკრინინგის ერთ–ერთი ინოვაციური მეთოდია სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი ელასტოგრაფიული გამოკვლევა, რომლის წყალობითაც შეგვიძლია დავადგინოთ, პირველადი კვლევის შემდეგ განვითარებული ცვლილებები, ფიბროზული ცისტის ამჟამინდელი მდგომარეობა, სიმძიმე, ხომ არ გაიზარდა ზომები და ა.შ. ასევე, ელასტოგრაფიული გამოკვლევით ვადგენთ ამ დაავადების ფონზე გაჩენილი წარმონაქმნების სიმკვრივეს და რამდენად საშიშია ისინი.
პირველ რიგში სასურველია, გაიაროთ კონსულტაცია მამოლოგთან, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და ჩატარებულ გამოკვლევათა პასუხების შეჯერების შემდეგ, მოგცემთ რეკომენდაციას დამატებით საჭირო კლინიკურ–კვლევებზე, ყოველივე ამის შემდეგ კი, დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციის ფარგლებში კი, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მამოლოგის კონსულტაცია და 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31452/mamologis-konsultacia-da-3D-cifruli-tomosintezis-funqciis-mqone-mamografia-88-larad
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს. თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გეგმიურ კონსულტაციებსა და კვლევებს არ აფინანსებს.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარაჯობა! მაქვს ფიბროზულ ცისტური დაავადება ზომით 51*43მმ.რომელიც ციტოპათოლოგიური დიაგნოზით გავიგე.ასევე 1 წლის უკან მაქვს გაკეთებული ბიოფსია მაგრამ მას შემდეგ ექიმთან მივსულვარ და არც არანაირი გამოკვლევა არ ჩამიტარებია,ძალიან მტკივა,დისკომფორტს ვგრძნობ ,ყოველ ღამე მაწუხებს. ვგრძნობ რომ უფრო გაზრდილი მაქვს ცისტა.ისევ მსურს ხელახლა მოსვლა და მაინტერესებს თქვენთან გამოკვლევა რამდენი ჯდება?ვარ სოც-დაუცველი არის თუ არა რაიმე დაზღვევა და წინასწარ უნდა ჩავეწერო თუ არა?
პასუხი: