კოლონოსკოპია - სკრინინგი

კითხვა: სწორი ნაწლავის ლაბორატორიაში გამოკცლევის შედეგად დადასტურდა ფარული სისხლდენა სწორი ნაწლავიდან. მირჩიეს კოლონოსკოპიის გაკეთება. და თუ შეიძლება მომწერეთ რა ღირს?
პასუხი:

კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ სრული კოლონოსკოპიური კვლევა უპრეცედენტოდ დაბალ ფასად. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30990/gawukhebt-tkivili-muclis-areshi,-shekruloba,-fagharati,-sheberiloba,-mskhvili-nawlavis-problemebi- 

ასევე, ქირურგიის ეროვნული ცენტრი 18 თებერვლიდან ერთვება თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ სკრინინგში

სკრინინგის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე კვლევა შემდეგი თანმიმდევრობით:

  • სპეციალური ტესტი ფარულ სისხლდენაზე (განავლის ანალიზი);
  • საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპია;
  • საჭიროების შემთხვევაში მასალის ბიოფსია და ჰისტოლოგიური კვლევა.

აღსანიშნავია, რომ კვლევას აფინანსებს თბილისის მერია!


იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს კოლონოსკოპიისას ესაჭიროება ანესთეზია, მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს, რომელსაც ფარავს პაციენტი!
გაითვალისწინეთ, რომ აქციით სარგებლობის საშუალება აქვთ მხოლოდ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს (პირი, რომლის პირადობაში საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქალაქი თბილისი).

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა