მოგესალმებით,
პროქტორაგია, იგივე სისხლდენა სწორი ნაწლავიდან მრავალი სერიოზული დაავადების სიმპტომია, ესენია:
- ნაწლავის ეროზია;
- ჰემოროიდული კვანძი;
- თრომბირებული ბუასილი;
- კოლორექტალური კიბო.
მიმოწერის რეჟიმში გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება შეუძლებელია. აუცილებელია, გადაუდებლად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში პროქტოლოგს.
სავარაუდოდ საჭირო იქნება კოლონოსკოპიური კვლევა.
ასეთ შემთვევაში კი, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ სრული კოლონოსკოპიური კვლევა ყველაზე დაბალ ფასად. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30990/gawukhebt-tkivili-muclis-areshi,-shekruloba,-fagharati,-sheberiloba,-mskhvili-nawlavis-problemebi-
ასევე, ჩვენი კლინიკა ჩართულია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ სკრინინგში
სკრინინგის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე კვლევა შემდეგი თანმიმდევრობით:
- სპეციალური ტესტი ფარულ სისხლდენაზე (განავლის ანალიზი);
- საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპია;
- საჭიროების შემთხვევაში მასალის ბიოფსია და ჰისტოლოგიური კვლევა.
აღსანიშნავია, რომ კვლევას აფინანსებს თბილისის მერია!
იმ შემთხვევაში, თუ კოლონოსკოპიისას დაგჭირდებათ ანესთეზია, მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს.
გაითვალისწინეთ, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული სკრინინგით სარგებლობის საშუალება აქვთ მხოლოდ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს (პირი, რომლის პირადობაში საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქალაქი თბილისი).
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!